ეუთო – ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდზე

12 დეკემბერი 2020, 12:21 1130 ნახვა

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდის შესახებ  ინფორმაციას ავრცელებს  ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „საგარეო უწყება“, რომელშიც ნათქვამია, რომ „ქართველი მონაწილეების დესტრუქციული პოზიციის გამო კვლავ ვერ მოხერხდა ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის მიღება,“.  

ეუთომაც  გაავრცელა  განცხადება პრეს კომუნიკეში, რომელშიც  აღნიშნულია, რომ მონაწილეებმა  ვერ  შეძლეს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხის განხილვა რამდენიმე მონაწილის მიერ შეხვედრის დატოვების გამო.  ამასთან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთი მხრივ ძალის გამოუყენებლობის დღის წესრიგის მთავარ საკითხს, ხოლო მეორე მხრივ, კოვიდ-19-ის გავლენას ადგილზე ჰუმანიტარულ ვითარებაზე.

  სადამკვირვებლო ორგანიზაციის ინფორმაციის თანახმად  შეხვედრის მონაწილეებმა ჩორჩანა - წნელისში არსებული ვითარება, ბოლო დროს მომხდარი დაკავებები, დაკარგული ადამიანების საკითხი და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის საარსებო საშუალებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა .

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში