ოპოზიციის აქცია ბათუმში

13 დეკემბერი 2020, 12:25 1098 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლთან გაერთიანებული ოპოზიცია  15 საათზე საინფორმაციო სახის  აქციას გამართავს. მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარების, ცესკოს და უსკოს ადმინისტრაციის შეცვლისა  და პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ უცვლელია.

ოპოზიცია უარს ამბობს აჭარის უმაღლეს საბჭოს მანდატებზე. პროტესტთან ერთად პირველივე  სხდომაზე ის დეპუტატები რომლებმაც მანდატი მოიპოვეს  სიების განულების შესახებ გააკეთებენ განაცხადს, რის შემდეგაც მანდატების შეწყვეტის შესახებაც მიმართავენ უსკოს.  პროტესტი აჭარის მთავრობის სახლთან 24 საათიან რეჟიმში  გრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში