„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია წარუდგინა

14 დეკემბერი 2020, 13:25 1863 ნახვა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას კანდიდატურა წარუდგინა.

შესაბამის წერილს ხელს პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აწერს.

კონსტიტუციის თანახმად, ახალარჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობა პარლამენტის წინაშე უფლებამოსილებას იხსნის და ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე, მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.

''ოფიციალურად შევა წარდგინება პარტიის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი, კვირა დღის ჩათვლით აქვს დრო გიორგი გახარიას იმისათვის, რომ  მთავრობის შემადგენლობა დაასახელოს. უახლოეს დღეებში გაიმართება საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციები და კვირის ბოლომდე  კვირის ბოლომდე დასახელდება, შეიძლება  ეს უახლოეს ორ-სამ დღეშიც მოხდეს'' - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში