მომავალი წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტს მეხუთე მოწვევის უმაღლესი საბჭო დაამტკიცებს

14 დეკემბერი 2020, 14:35 1136 ნახვა

მომდევნო წლის რესპუბლიკურ  ბიუჯეტს ახალი მეხუთე მოწვევის უმაღლესი საბჭო დაამტკიცებს.  მიმდინარე წელთან შედარებით 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით ნაკლები იქნება. ჯამში ეს იქნება 328 მილიონ 474 ათასი  ლარი. შემცირებული ნაწილი ძირითადად პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს და ამ მიზეზით აკრძალულ ღონისძიებებს ეხება. მეოთხე მოწვევის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე დღეს  მიიღეს გადაწყვეტილება ფინანსური დოკუმენტი სესიაზე განიხილონ. დღესვე ბიუროს სხდომაზე ცნობად მიიღეს მიმდინარე წლის ბიუჯეტის 3 კვარტლის ანგარიში, რომელიც შესრულების ნაწილში 80 პროცენტია. ბოლო ბიუროს სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიცია. ისინი ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან. დეპუტატებმა გასული 4 წელი წარმატებულად შეაფასეს. თქვეს, რომ  საკანონმდებლო მუშაობის მხრივ უმაღლეს საბჭოს ნაყოფიერი წელი ჰქონდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში