სარფში 174 923 ლარის ღირებულების არადეკლარილებული საქონლის შემოტანის ფაქტი გამოვლინდა

14 დეკემბერი 2020, 16:48 1629 ნახვა

შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, რისკის შეფასებისა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, მებაჟე ოფიცრების მიერ, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ტვირთს კონტროლის წითელი დერეფანი განესაზვრა.

აღნიშნული ტვირთის კამერალური და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 174 923  ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელის (საერთო წონით 3 224 კილოგრამი) შემოტანის ფაქტი გამოვლინდა.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში