ოპოზიციას სიები არ გამოუთხოვია შესაბამისად, ისინი მოქმედი დეპუტატები არიან - ტიტე აროშიძე 

14 დეკემბერი 2020, 18:44 904 ნახვა

ოპოზიციას სიები არ გამოუთხოვია, ამიტომ ისინი მოქმედი დეპუტატები არიან - ამის შესახებ, ბრიფინგის დასრულების შემდეგ ტიტე აროშიძემ განაცხადა.

,,ვფიქრობ, ოპოზიცია არ რჩება ბოიკოტის რეჟიმში,  რადგან მათ სიები არ გამოუთხოვიათ. შესაბამისად, ჯერ-ჯერობით არიან მოქმედი მანდატის მქონე პირები, მათი არჩევანია ოპონირება გააგრძელონ ქუჩიდან, რაზეც ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი არ გვაქვს, არც მათი სიების გამოთხოვის და არც უფლებამოსილების გაგრძელების შემთხვევაში" - განაცხადა ტიტე აროშიძემ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობა ხვალ შეიკრიბება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში