შიდა ტურიზმის შედეგები ტურისტულ სეზონზე

14 დეკემბერი 2020, 20:00 1058 ნახვა

როგორც იცით, პანდემიურმა ვითარებამ უმძიმესი დარტყმა ტურიზმს მიაყენა, ჩაკეტილი საზღვრების პირობებში აქცენტი შიდა ტურიზმზე გაკეთდა, თუმცა საქსტატის ახალი მონაცემებით შემდეგი სურათი გაქვს; ამ წლის მესამე ანუ ტურისტულად ყველაზე აქტიურ კვარტალში, ტურისტთა 41% თბილისში გაემგზავრა, საგრძნობლად ნაკლებია სხვა რეგიონების მონაცემები.

მაგალითად, აჭარაში მხოლოდ 9 % ჩამოვიდა, ოდნავ მეტი ქვემო ქართლსა და იმერეთში, მათ მიერ გაწეული ხარჯი კი 220 მილიონ ლარს უდრის, მაშინ როცა შარშან 235 მილიონი იყო. ეს იმის გათვალისწინებით, რომ აქცენტი შიდა ტურიზმზე გაკეთდა, მოგზაურობის მიზანს რაც შეეხება, ძირითადი წილი მეგობრების/ნათესავების მონახულებას ეხებოდა და მხოლოდ 15%-ის მიზანი იყო დასვენება, გართობა, ცოტა კიდევ უფრო ნაკლების შოპინგი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში