ეპიდემიამ უკან დაიხია

14 დეკემბერი 2020, 20:06 1257 ნახვა

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 337 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 498 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 161 681-მდე. სამწუხაროდ, არის კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 839 მოქალაქე  ემსხვერპლა.აჭარაში  კორონავირუსით  ინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი შემცირებულია.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა  აღნიშნა ,რომ იმის მიუხედავად, რომ შაბათ-კვირას ჩატარებული ტესტების რაოდენობა სხვა დღეებთან შედარებით ნაკლებია,  ეს მაჩვენებელი 30- 35 პროცენტი იყო, ბოლო პერიოდში კი  20 პროცენტამდეა  შემცირებული.  ჯერ-ჯერობით დამშვიდების საშუალება არ გვაქვს და რეკომენდაციების გათვალისწინება კვლავ  აუცილებელია.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში