ოპოზიციური პარტიების ლიდერები მოუწოდებენ კოლეგებს თავი შეიკავონ ელჩების 

15 დეკემბერი 2020, 12:57 997 ნახვა

„ლელო საქართველოსთვის“-თავმჯდომარე ოპოზიციას მოუწოდებს თავი შეიკავონ ფასილიტატორი ელჩების კრიტიკისგან. მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადებები დააზიანებს ოპოზიციის საერთო მიზანს და ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს. ‘’ ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის  ნიკა მელიას განცხადებას ემიჯნება რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეც. ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია პარტნიორი ქვეყნების  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებზე თავდასხმა.  განცხადებები ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა აჭარის მაუწყებლის ეთერში ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ გააკეთეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში