გრიგოლ ვაშაძე ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს-შეფასებები

15 დეკემბერი 2020, 15:28 1007 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება. ამბობენ, რომ ინფორმაცია მისი წასვლის შესახებ ფეისბუქ პოსტიდან გაიგეს. პარტია ემიჯნება თავმჯდომარის განცხადების ფორმას, შინაარსია და დროს, თუმცა მის პარლამენტში შესვლას კატეგორიულად გამორიცხავენ. როდის და ვის აირჩევენ ნაციონალური  მოძრაობის ახალ თავმჯდომარედ, პოლიტსაბჭოს სხდომებზე განიხილავენ. რაც შეეხება მმართველი გუნდის შეფასებას, კონკრეტულად თეა წულუკიანმა გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილებაზე თქვა, რომ მან იცის რა ჯობს ქვეყნისთვის.

 

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში