აჭარის უმაღლესმა საბჭომ ფრაქციების და კომისიების თავმჯდომარეები აირჩია

15 დეკემბერი 2020, 16:02 1424 ნახვა

აჭარის საკანონმდებლო ორგანომ დღეს უმაღლესი საბჭოს 21 წევრის უფლებამოსილება  ცნო. 

დეპუტატებმა პირველ სხდომაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე აირჩიეს. თავმჯდომარის პოსტი 4 წლით დავით გაბაიძემ, მოადგილის კი ტიტე აროშიძემ დაიკავა.

 განისაზღვრა კომისიებში წევრთა რაოდენობა, ასევე აირჩიეს კომიტეტების თავმჯდომარეებიც .

 თანამდებობები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი – გიორგი მანველიძე;

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – ირაკლი ჭეიშვილი;

საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ვლადიმერ მგალობლიშვილი;

საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – მარინე გვიანიძე;
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ილია ვერძაძე;
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ცოტნე ანანიძე;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – დავით ბაციკაძე;

აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ფრიდონ ფუტკარაძე;

გენდერული საბჭოს თავმჯდომარე – ფატი ხალვაში;

პირველ სხდომას არ ესწრებოდნენ ოპოზიციის წევრები, ისინი ახალარჩეულ უმაღლეს საბჭოს ბოიკოტს უცხადებენ. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს, საკანონმდებლო ორგანო „რუსული ოცნებით“ დაკომპლექტდა და მასში ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში