ბათუმში ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა ამოქმედდა

15 დეკემბერი 2020, 18:01 2175 ნახვა

ბათუმში ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა ამოქმედდა. გორგილაძის ქუჩაზე მოძრაობა გაცალმხრივდა ბარათაშვილის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩის კვეთამდე, ამავე მიმართულებით. ჭავჭავაძის ქუჩაზე, თბილისის მოედნიდან 26 მაისის ქუჩის კვეთის ჩათვლით, შენარჩუნებულია ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობა.

საავტომობილო მოძრაობა ასევე   ცალმხრივი გახდა  ფარნავაზ მეფისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებზე გრიბოედოვის ქუჩის კვეთიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, კვეთამდე. გრიბოედოვის ქუჩაზე დროებით რჩება ორმხრივი მოძრაობა.   

პუშკინის ქუჩაზე შენარჩუნდა ორმხრივი მოძრაობა შავშეთის ქუჩის კვეთიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩის კვეთამდე მონაკვეთში, ხოლო ჯავახიშვილის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩის კვეთამდე მონაკვეთში მოძრაობა გაცალმხრივდა

მუნიციპალური ავტობუსები  24 დეკემბრიდან იმოძრავებენ  ავტობუსებისთვის სპეციალურად გამოყოფილ ყვითელ ზოლში, რომელზეც  ველოტრანსპორტით მოძრაობაც  ნებადართულია.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში