ნარინჯისფერი რთველი - 2020

15 დეკემბერი 2020, 18:01 1102 ნახვა

რიგები ქობულეთში ციტრუსის გადამამუშავებელ საწარმოსთან. ფერმერები ამბობენ, რომ არასტანდარტული მანდარინის ჩაბარებას რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდებიან. მათი ინფორმაციით, რიგები იმის გამო იქმნება, რომ  საწარმო  მომატებულ მიმართვიანობას ვერ აუდის, რადგანაც ციტრუსი ჩასაბარებლად  აჭარის და ოზურგეთის სოფლებიდან მიაქვთ.

საწარმოს დირექტორი ადასტურებს, რომ საწარმოს უძნელდება მომატებული რაოდენობის ციტრუსის მიღება. მისი ინფორმაციით,  საწარმოში ამ დრომდე 2 200 ტონა არასტანდარტული მანდარინი უკვე მიიღეს და გადაამუშავეს.  

მანდარინის სუბსიდირების თანხა  20-თეთრია,  10-ს  სახელმწიფო იხდის სუბსიდიის სახით, დანარჩენს კი თავად საწარმო ამატებს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში