საშუალო ანაზღაურება მე-3 კვარტალში გაიზარდა

16 დეკემბერი 2020, 20:03 1283 ნახვა

საქსტატი 2020 წლის სახელფასო მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმად  საშუალო ხელფასი ქვეყანაში წელს მესამე კვარტალში 1 239 ლარია, შესაბამისად ბოლო 6 წელიწადში 30%-ზე მეტად არის გაზრდილი, მათ შორის მეორე კვარტალთან შედარებით ხელფასები 109 ლარით არის მომატებული.

ერთწლიან ჭრილში ანაზღაურების ყველაზე მეტი - 10%-მდე ზრდა დაფიქსირდა ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროში, სადაც სექტებრისთვის საშუალო ხელფასი 2150 ლარი იყო. 

წლების განმავლობაში არ მცირდება სხვაობა ქალისა და მამაკაცის ხელფასებს შორის, მესამე კვარტალში კაცის საშუალო ხელფასი 1 472 ლარი იყო, თითქმის 500 ლარით ანუ 35%-ით მეტი ქალის ხელფასზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში