მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ იუსტიციის მინისტრი იცვლება

18 დეკემბერი 2020, 18:02 1336 ნახვა

იუსტიციის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანს გოჩა ლორთქიფანიძე შეცვლის- მთავრობის შემადგენლობაში მხოლოდ ეს ერთი ცვლილებაა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა და პროგრამა ცოტა ხნის წინ წარუდგინა.

არსებული ინფორმაციით, მთავრობის შემადგენლობას პარლამენტი მომავალ კვირაში დაამტკიცებს. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა. მთავრობის ახალი შემადგენლობა და პროგრამა რამდენიმე წუთში ბიუროს სხდომაზე უნდა დარეგისტრირდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში