აუდიტის ანგარიში

19 დეკემბერი 2020, 12:25 1301 ნახვა

აუდიტის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფინანსურ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც წერია, რომ 2019 წელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ  თანამშრომლებზე პრემიისა და დანამატის სახით 138,755 ლარი გასცა. “თანხა „საქონლისა და მომსახურების“ მუხლიდან გამოიყო, რაც აუდიტის დასკვნით სახელშეკრულებო პირობებს არ შეესაბამება”.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ  სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები თავიანთი თანამშრომლებისათვის ხელფასების დარიცხვის პროცესში  არ მონაწილეობენ, რაც გათავისუფლებული თანამშრომლისთვის ან გარეშე პირისთვის ხელფასის დარიცხვის რისკს მინიმუმამდე შეამცირებდა. აუდიტის სამსახურის სარეკომენდაციო წერილში, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შესასრულებლად გადაეგზავნა, აღნიშნულია, რომ გათავისუფლებულ თანამშრომლებზე გაცემულია კუთვნილზე მეტი ხელფასი, რომელთა ნაწილის ბიუჯეტში დაბრუნების ალბათობა დროთა განმავლობაში მცირდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში