ვის შეეხება კანონი ამნისტიის შესახებ?

20 დეკემბერი 2020, 15:30 1523 ნახვა

ახალი „ამნისტიის კანონის“ დამტკიცების  შემთხვევაში შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ  პირები, რომლებმაც ჩაიდინეს სხვადასხვა  სახის დანაშაული, მათ შორის სხვადასხვა გარემოებით გამოწვეული  ჯანმრთელების განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანების, ფალსიფიკაციის, ფინანსური, სამუშაო, ასევე სახანძრო უსაფრთხოების, შრომის დაცვის წესების დარღვევისა და  გარკვეული ტიპის ნარკოტიკული დანაშაულის მუხლებით მსჯავრდებული პირები - კანონპროექტი ათობით სახეს ეხება.

კანონპროექტის თანახმად, რომელიც პარლამენტში დღეს დარეგისტრირდა, ამნისტიის აქტი, ძირითადად, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე გავრცელდება. ამნისტია სულ 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს შეეხება.

“ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და   ბიუროს სხდომაზე ხვალ გავა, რის შემდეგაც პროცესი კომიტეტებში გადაინაცვლებს და კანონპროექტის საკანონმდებლო  განხილვა დაიწყება. ცვლილებების პაკეტი  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკუთვნის. კანონპროექტს სპეციალისტების შეფასებები უკვე მოჰყვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში