მხოლოდ 84 ახალი ინფიცირებული აჭარაში

21 დეკემბერი 2020, 20:10 1100 ნახვა

კორონავირუსის ახალი შტამის დაფიქსირების გამო  საქართველოს ყველა მოქალაქეს,  ასევე ყველა პირს, რომელსაც ბოლო  14 დღის განმავლობაში  ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია აქვს   საქართველოში   შემოსვლისას 12 დღიანი  კარანტინის გავლა მოუწევს.

15 კოვიდინფიცირებული  ბავშვი მკურნალობს ბათუმის იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში, სადაც ამბობენ, რომ  მიმართვიანობა შემცირებულია და ბოლო 24 საათში 6 ბავშვს დაუდგინდა კოვიდ 19, მაშინ, როცა დღიური მაჩვენებელი დაახლოებით 20 იყო.

შემცირებულია ახალ ინფიცირებულთა  რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის აჭარაშიც.  საქართველოში  ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი   824 ადამიანს დაუდგინდა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში