„ელჩების კონფერენცია 2020“

22 დეკემბერი 2020, 11:37 878 ნახვა

„ელჩების კონფერენცია 2020“-ის ფარგლებში საქართველოს აშშ-სა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების კუთხით 2020 წლის მიღწევებსა და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მონაწილეებმა განიხილეს აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა. ყურადღება გამახვილდა  ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში