შეზღუდვები შემსუბუქდება - არ მოიხსნება

22 დეკემბერი 2020, 20:10 1519 ნახვა

აქამდე დაწესებული შეზღუდვების უმრავლესობა წლის ბოლო კვირაშიც რჩება, საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ იმოძრავებს, მაგრამ გაიხსნება მოლები, რომლებიც საღამოს 7 საათამდე შეძლებენ მუშაობას.

რაც შეეხება 9-დან დილის ხუთამდე შეზღუდვას, იგი მხოლოდ 31 დეკემბერს მოიხსნება.

მოსახლეობაში აღნიშნავენ, რომ ვირუსის შემცირების ტენდენციის გათვალისწინებით შეზღუდვები უნდა დარჩეს, მაგრამ არც იმას მალავენ, რომ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგანან.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში