მესამე დღეა მეოთხე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცს ეძებენ

23 დეკემბერი 2020, 14:46 1277 ნახვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

თეიმურაზ გიუნაშვილმა 21 დეკემბერს, 09:00 საათის შემდეგ დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია, 22 დეკემბერს კი არ გამოცხადებულა ადგილზე.

"საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილი მსახურობს თავდაცვის ძალებში, მეოთხე მექანიზებულ ბრიგადაში. აღნიშნული სამხედრო პირი 21 დეკემბერს 09:00 სთ-მდე იმყოფებოდა განაწესში და ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო განაწესის შეცვლის შემდეგ ისარგებლა კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით და დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია, რაც დასტურდება პატაკითა და გამშვები პუნქტის სათვალთვალო ვიდეო კამერებით.

22 დეკემბერს, როდესაც აღნიშნული პირი შესაბამის დროს არ გამოცხადდა სამხედრო ნაწილში, მისმა უშუალო მეთაურმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დროულად განახორციელა სატელეფონო ზარები ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან. ამ დროისთვის თავდაცვის სამინისტრო სრულ კოორდინაციაშია შესაბამის უწყებასთან სამხედრო მოსამსახურის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში