''პატრიოტთა ალიანსს'' სიების განულების მოთხოვნით ცესკოსთვის არ მიუმართავს - შევლენ თუ არა პარტიის სხვა წევრები პარლამენტში

23 დეკემბერი 2020, 16:04 1150 ნახვა

სამი დეპუტატისთვის მანდატის შეჩერების მოთხოვნით პარლამენტს ''პატრიოტთა ალიანსის'' ლიდერმა ირმა ინაშვილმა, რამდენიმე დღის წინ მიმართა.

საკანონმდებლო ორგანოში არ შედიან ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია და გოჩა თევდორაძე. თუმცა ''პატრიოტთა ალიანსს'' სიების განულების მოთხოვნით ცესკოსთვის არ მიუმართავს. ამისთვის კი კანონით გაწერილი ვადა უკვე ამოიწურა. 

ვინაიდან პარტიას ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის არ მიუმართავს, დასაზუსტებელია შევლენ თუ არა საკანონმდებლო ორგანოში სიის მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ნომრები. ესენი კი არიან: ნანა დევდარიანი, ფრიდონ ინჯია და გელა მიქაძე.

ცესკოს მიერ დამტკიცებული შედეგებით, პატრიოტთა ალიანსმა არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 3.14% და 4 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა.

''პატრიოტთა ალიანსის'' სიის მეოთხე ნომერმა ავთანდილ ენუქიძემ საპარლამენტო მანდატის დატოვებაზე უარი განაცხადა.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში