ავთანდილ ენუქიძე: გადაწყვეტილება არავისთან შემითანხმებია

24 დეკემბერი 2020, 11:45 1453 ნახვა

,, გარედან საქართველოს ცხოვრებაში არავინ არ უნდა ერეოდეს, არც მიხეილ საკაშვილი, არც სხვა ქვეყნები, არც  დასავლეთიდან და არც ჩრდილოეთიდან ვინმე, ამის სათქმელად მივდივარ ძირითადად პარლამენტში“-განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა ავთანდილ ენუქიძემ, რომელმაც დეპუტატის მანდატზე უარი არ თქვა.  ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა ,,თავისუფალ სივრცეში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ  გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე ,,პატრიოტთა ალიანსში“   არავისთან შეუთანხმებია და რომ, პარტიაში თავისუფალი და დემოკრატიული გარემოა.  ავთანდილ ენუქიძემ ოპოზიციის კრიტიკასაც უპასუხა, სადაც მიაჩნიათ, რომ ენუქიძე მოისყიდეს. მისი თქმით,  მას არასდროს არავისგან ფული არ აუღია, არც აპირებს, მათ შორის არც საკუთარი ბიზნესის ლობირებისთვის. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ვინც ახლა ყველაზე მეტს ყვირის, მათ არაფერი აქვთ სათქმელი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში