თორნიკე რიჟვაძეს უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში უსმენენ

24 დეკემბერი 2020, 15:20 938 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს თორნიკე რიჟვაძეს უსმენენ. პრეზიდენტის კანდიდატურის დასახელების შემდეგ თორნიკე რიჟვაძემ მინისტრთა კაბინეტი უცვლელი შემადგენლობით დატოვა და განმარტა, რომ კრიზისის პერიოდში მთავრობის სტაბილურობა მნიშვნელოვანია. კომიტეტებში დეტალურად ისაუბრა მომავალი წლის გეგმებზე.  თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ გაგრძელდება პანდემიის პირობებში დაწყებული პროექტები და განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკურ საკითხებს დაუთმო.  საკვები და მედიკამენტები  სოციალურად დაუცველებს კვლავ გადაეცემა. გაიზრდება განათლების მიმართულებით მუშაობა და ამ სფეროში  დისტანციური სწავლების პროცესის დახვეწაზე იმუშავებენ.  სხდომას ოპოზიციის ერთადერთი წარმომადგენელი ირაკლი ჩავლეიშვილი დაესწრო.  კენჭისყრის პროცედურა უახლოეს დღეებში ჩაინიშნება.  მთავრობის დასამტკიცებლად 11 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. აჭარის უმაღლეს საბჭოში  მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში