საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, გაგრძელდება საინვესტიციო პროექტების მიმართ ერთიანი, გამჭვირვალე პოლიტიკის გატარება

24 დეკემბერი 2020, 15:28 979 ნახვა

ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად რეგიონის  მთავრობამ, ბოლო 2 წელში, არაერთი პროექტი დაიწყო.  მომდევნო 4 წელიწადში, აჭარის ეკონომიკა 6.5 %-ით უნდა გაიზარდოს - ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოში ისაუბრა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. 

მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის განცხადებით, მიმდინარე წელს პრივატიზებულია 30 მლნ ლარის ღირებულების აქტივი, ხოლო მომდევნო 4 წელში დაგეგმილია არანაკლებ 100 მლნ ლარის ღირებულების აჭარის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზება, რომლის დაახლოებითი ფართობი 400 ათასი კვ.მ მიწის ნაკვეთს შეადგენს.

''საპრივატიზაციო გეგმის განხორციელებამ, დამატებით 400 მლნ ლარის ღირებულების საინვესტიციო პორტფელის შექმნა უნდა უზრუნველყოს. აჭარაში საინვესტიციო-საპრივატიზაციო პროცესის ეფექტურად განხორციელების და სრულყოფის მიზნით, აჭარის მთავრობის განკარგულების ფარგლებში, ინვესტიციების ხელშეწყობის ახალი წესი ამოქმედდა. შედეგად 100-მდე საინვესტიციო პროექტი უკვე განახლდა, რომელთა განსახორციელებელი ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 1,5 მლრდ ლარია.

საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, გაგრძელდება საინვესტიციო პროექტების მიმართ ერთიანი, გამჭვირვალე პოლიტიკის გატარება და მათი ხელშეწყობა. მეტი აქტივების ჩართულობის უზრუნველყოფა ეკონომიკაში და საინვესტიციო პროექტების პროაქტიული შეთავაზება ინვესტორებისთვის'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში