ენმ-ს განცხადება

23 ოქტომბერი 2016, 00:00 3228 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გაცხადებით, თამარის დასახლებაში მდებარე ე.წ. “ბიტმაშის” ტერიტორიას სტატუსი ეცვლება და დევნილთა სახლების ნაცვლად  გაზ- ბეტონის გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საფრთხეებზე საუბრობს, მირდატ ქამადაძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას  ქალაქის საკრებულო სამშაბათს ჩანიშნულ სხდომაზე  გეგმავს. ინფორმაცია  პარტიის წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას გააცნეს. ბათუმის საკრებულო ოფიციალურ განცხადებას ხვალ გააკეთებს. ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ტერიტორიაზე დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლები უნდა აშენებულიყო, თუმცა დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთის მიმდებარედ გადის ნავთობის მილი და 50 მეტრიან ზოლში არ შეიძლება საცხოვრებელი სახლების მშენებლობა.  მათი თქმით, საკრებულოში განიხილება საკითხი, მიწის ნაკვეთის მიზნობრიობის შეცვლის შესახებ.

ამავე კატეგორიაში