თორნიკე რიჟვაძის გეგმა უმაღლეს საბჭოს

24 დეკემბერი 2020, 20:10 1530 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დღეს უმაღლეს საბჭოს გეგმები გააცნო. კაბინეტი უცვლელია და დამტკიცების შემთხვევაში პოსტებს იგივე მინისტრები დაიკავებენ.

მომავალ წელს პანდემიიდან გამომდინარე პრიორიტეტული იქნება სოციალური პროგრამები, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 30%-ით გაიზრდება, შემოსავლების კუთხით კი გაძლიერდება ინვესტორების მოზიდვის მიმართულება.

კაბინეტის დასამტკიცებლად 11 ხმაა საჭირო. ქართული ოცნება კი უმაღლეს საბჭოში 14 დეპუტატითაა წარმოდგენილი.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში