რამდენად აკონტროლებდა მთავრობას წინა საბჭო

24 დეკემბერი 2020, 20:02 1317 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016-20 წლების საქმიანობის შესახებ კვლევას აქვეყნებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, რომელშიც წერენ, რომ უმაღლესი საბჭოს მუშაობა არ იყო ეფექტური, რადგან დეპუტატები არ სვამდნენ კრიტიკულ შეკითხვებს. 

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დეპუტატების მხრიდან კრიტიკული პოზიციის მოლოდინი არც ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოში აქვთ, რადგან ოპოზიციის წარმომადგენლების ძირითადი ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში არ შევიდა, ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ სანამ იყვნენ საბჭოში საკმაოდ აქტიურად აკრიტიკებდნენ მმართველ გუნდს, მაგრამ მათ არავინ უსმენდა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში