უმაღლესმა საბჭოს აჭარის მთავრობა დაამტკიცა 

25 დეკემბერი 2020, 11:44 1614 ნახვა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ თორნიკე რიჟვაძის მიერ წარმოდგენილ მთავრობას ნდობა გამოუცხადა.  რეგიონის მთავრობის ახალ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას მხარი 14 დეპუტატმა დაუჭირა. ერთი კი წინააღმდეგი იყო.

რიგგარეშე სხდომას ოპოზიციიდან ერთი დეპუტატი ირაკლი ჩავლეიშვილი ესწრებოდა, თუმცა მან ახალ მინისტრთა კაბინეტს მხარი არ დაუჭირა. 

​ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე იქნება

ჯანდაცვის მინისტრი – ნინო ნიჟარაძე;

სოფლის მეურნეობის მინისტრი - გიორგი სურმანიძე;

განათლების სამინისტროს კი მაია ხაჯიშვილი უხელმძღვანელებს. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში