პრეზიდენტის ინტერვიუ RFI-თან

25 აპრილი 2016, 00:00 4906 ნახვა

“რუსეთი უნდა დაეთანხმოს, რომ მათ მეტ ღირსებას მოუტანს საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტა, ვიდრე ომი”_განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთში “რადიო ფრანს ინთერნეიშენელისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში. საუბარი შეეხო ჩრდილო-ატლანტიკურ მისწრაფებებსა და ქვეყნებს შორის  ორმხრივ ურთიერთობებს. მარგველაშვილი კრიზისის მოგვარების ერთადერთ გზას დიპლომატიაში ხედავს. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ შეასრულა ყველა ვალდებულება პასპორტის გაცემის პროცედურებთან დაკავშირებით და ამით უნდა დაჩქარდეს მოქალაქეების მიმოსვლა შენგენის სივრცეში. გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ში გაწევრინების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ 2014 წელს ქვეყანას ალიანსის სტანდარტებთან ყველაზე თავსებადი სამხედრო ძალების მქონე არაწევრი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს.

ამავე კატეგორიაში