ნურავის გაუჩნდება ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები, როგორც უმაღლეს საბჭოსთან, ასევე პარლამენტთან დაკავშირებით - რიჟვაძე

25 დეკემბერი 2020, 12:12 867 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ უმაღლესი საბჭოს და საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. 

​''განსაკუთრებით ამ არჩევნების შემდეგ ჩვენ არავის არ მივცემთ საშუალებას, რომ ეჭქვეშ დააყენოს როგორც ამ ქვეყნის, ასევე ამ რეგიონის მშვიდი და სტაბილური განვითარება. ამისთვის გაკეთდება ყველაფერი, მათ შორის  არც ჩასაფრებულ-დესტრუქციულ ოპოზიციას, რა თქმა უნდა ''ნაციონალური მოძრაობის'' ავანგარდში ყოფნით და ნურავის ნუ გაუჩნდება ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები, როგორც უმაღლეს საბჭოსთან, ასევე პარლამენტთან დაკავშირებით. ყველაფერი იქნება ძალიან მშვიდად, ისე როგორც ამას არსებული მდგომარეობა და მოსახლეობის წინაშე არსებული საჭიროებები მოითხოვს. 

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, განსაკუთრებით ბოლო წლებში და ასევე მომავალში, მიუხედავად იმისა ფიზიკურად ვინ იქნება წარმოდგენილი, მათ შორის შენობაში თუ შენობის გარეთ, ქუჩაში. პასუხიმგებლობის ტვირთი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ყოველთვის იყო მმართველ პოლიტიკურ ძალაზე. მიუხედავად იმისა ვინ, როგორ, რა კონფიგურაციით იქნება წარმოდგენილი, შემდეგი 4 წლის განმავლობაში ალბათ ეს რეალობა შენარჩუნდება პასუხისმგებლობის ნაწილში. როცა საქმე გვაქვს უპასუხისმგებლობასთან, იქ მოლოდინი პასუხისმგებლობაზე საკმაოდ არარეალურია'' - აცხადებს რიჟვაძე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში