აჭარის მთავრობა დამტკიცებულია

25 დეკემბერი 2020, 20:10 1220 ნახვა

14 ხმით აჭარის ახალი მთავრობა დამტკიცებულია. ცვლილებები არ არის, რეგიონს კვლავ თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს, თავის პოსტებს დაუბრუნდნენ იგივე მინისტრებიც. უმაღლეს საბჭოში სიტყვით გამოსვლისას მთავრობის თავმჯდომარემ აქცენტი პანდემიური ვითარების ფონზე აჭარის ეკონომიკურ განვითარებაზე გააკეთა, გეგმად წლიური 6%-იანი ზრდა დაისახა.

წელს ძირითადი მიმართულება სოციალური პროექტები და ინფრასტრუქტურა იქნება. რაც შეეხება საბჭოში მყოფ ერთადერთ ოპოზიციონერ დეპუტატს, მას ხმა არ მიუცია, რადგან, მისი თქმით, იგი ავანსებს არ გასცემს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში