წინასწარი შედეგებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია იქნება

26 დეკემბერი 2020, 11:49 806 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ნიკა მელიამ გაიმარჯვა. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობამ 20 ათას 779 შეადგინა. ნიკა მელიამ ხმების 64.9 პროცენტი მიიღო, ხოლო ლევან ვარშალომიძემ 35.1 პროცენტი. პარტიის თავმჯდომარედ წარდგენილი იყო ორი კანდიდატი - ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში