ზურაბ ჯაფარიძე დღეს, ახალ „გირჩს“ დააფუძნებს. პარტიის ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარეს აირჩევენ. ყრილობა 15:00 საათზე დაიწყება. ცნობილია პარტიის სახელიც, პარტია დარეგისტრირდება სახელით “მეტი თავისუფლება-გირჩი”. თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში დაწერა.