ნიკა მელია ენმ-ის თავმჯდომარე გახდება

26 დეკემბერი 2020, 20:15 1529 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, პირველი პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ნიკა მელიამ.  ოპოზიციონერი ლიდერი მიიჩნევს, რომ "ინოვაციური და ქართული რეალობისთვის უპრეცედენტო ფორმის წარმატებულად დანერგვით კიდევ ერთხელ გაიმარჯვა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ."

ნიკა მელიას განცხადებით, პარტიის აქტივშია ხავერდოვანი, მშვიდობიანი რევოლუციაც და ხელისუფლების კიდევ უფრო მშვიდობიანად, არჩევნების გზით გადაბარებაც. პარტიის ახალი თავმჯდომარე მადლობას უხდის ყველას ვინც მხარი დაუჭირა ან არ დაუჭირა.

პარტიის თავმჯდომარედ ლევან ვარშალომიძის კანდიდატურაც იყო წარდგენილი, თუმცა ელექტრონულ კენჭისყრაში ნიკა მელიამ ხმების 64%-ზე მეტი მიიღო.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში