პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო 484 პირი დაჯარიმდა

27 დეკემბერი 2020, 12:30 1052 ნახვა

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ 93, ხოლო პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 484 პირი დააჯარიმა. უწყების ცნობით, აღნიშნული დარღვევების გამო ბოლო 24 საათში სულ 577 პირი დაჯარიმდა.

შეგახსენებთ, პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის — 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში