პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ხვალიდან იწყება

27 დეკემბერი 2020, 15:35 745 ნახვა

ხვალვე განიხილავენ დეპუტატები “ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში. ამნისტიის კანონზე მსჯელობა პირველი მოსმენით იწყება. პროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ მოამზადა. 

ახალი „ამნისტიის კანონის“ დამტკიცების  შემთხვევაში შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ  პირები, რომლებმაც ჩაიდინეს სხვადასხვა  სახის დანაშაული, მათ შორის სხვადასხვა გარემოებით გამოწვეული  ჯანმრთელების განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანების, ფალსიფიკაციის, ფინანსური, სამუშაო, ასევე სახანძრო უსაფრთხოების, შრომის დაცვის წესების დარღვევისა და  გარკვეული ტიპის ნარკოტიკული დანაშაულის მუხლებით მსჯავრდებული პირები - კანონპროექტი ათობით სახეს ეხება. ამნისტია სულ 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს შეეხება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში