„ქართული ოცნება“ VS გაერთიანებული ოპოზიცია

27 დეკემბერი 2020, 18:40 947 ნახვა

''თალაკვაძე, ისევე როგორც მისი თანაგუნდელები აგრძელებენ პოლიტიკურ „ბლეფს“- სანამ არ იქნება შეთანხმება ხელახალ არჩევნებზე, სისტემაზე და პოლიტპატიმრებზე, მანამდე შესვლას არ ვაპირებთ”- ასე პასუხობს ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც განაცხადა, რომ ოპოზიციის ნაწილი საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთვება და სტატუს კვო მალე შეიცვლება.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ ერთპარტიული პარლამენტი მათ დისკომფორტს უქმნის, თუმცა დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და ამბობენ, რომ მეხუთე რაუნდი პოლიტიკურ ვითარებას ვერ შეცვლის. ოპოზიცია ისევ გამორიცხავს პარლამენტში შესვლას და ამბობენ, რომ ეს უმრავლესობის წინასაახალწლო სურვილებია. ოპოზიციის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ნამდვილად არსებობს შესაძლებლობა, მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში ოპოზიციამ საქმიანობა პარლამენტში გააგრძელოს.

მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ იმ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც დღეს არსებობს, მხოლოდ ვადამდელი არჩევნები განმუხტავს. აქვე გეტყვით, პარლამენტის ოპოზიციონერი წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება მომავალ წლამდე არ მოხდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში