ნიკა მელია ენმ-ის თავმჯდომარეა - პარტიის ყრილობა

27 დეკემბერი 2020, 20:45 1023 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე, გრიგოლ ვაშაძე ნიკა მელიამ შეცვალა, რომელმაც ელექტრონულ კენჭისყრაში, თითქმის 65 პროცენტი აიღო. პარტიის ოფისში, გამართულ ყრილობაში, ონლაინ მონაწილეობდა მიხეილ სააკაშვილიც. „ახლა მთავარია ერთიანობის შენარჩუნება და „ხელისუფლებისთვის ბოლომდე შეტევა“ - ასე მიმართა დელეგატებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.

ნაციონალური მოძრაობის ახალმა თავმჯდომარემ კი პარტიის მიზნებზე ისაუბრა, ნიკა მელიას თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მიზანი კვლავ აიღოს პასუხისმგებლობა და შექმნას მდიდარი, დასავლური საქართველო, სადაც უმთავრესი ღირებულებაა ადამიანის თავისუფლება, ბედნიერება და კეთილდღეობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში