სამხედრო პოლიციას ნატოს მრავალეროვნული ბატალიონის პარტნიორის სტატუსი მიენიჭა

28 დეკემბერი 2020, 15:39 936 ნახვა

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციას ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნული ბატალიონის პარტნიორის სტატუსი მიენიჭა. ხელმოწერის ცერემონიალი პანდემიის გამო დისტანციურად გაიმართა. პარტნიორობის შეთანხმება ხელს შეუწყობს სამხედრო პოლიციის ბატალიონების, როგორც ნატოსთან აფილირებული ქვედანაყოფების განვითარებას, რაც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განსაზღვრულ, სამხედრო პოლიციის ინიციატივის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. სამხედრო პოლიციისათვის პარტნიორის სტატუსის მინიჭების შეთანხმება თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტს მოიცავს და ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის ოპერაციებში, ტრენინგებსა და სწავლებებში მონაწილეობაზეა ფოკუსირებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში