გაძვირდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი?

28 დეკემბერი 2020, 18:10 991 ნახვა

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვნი ზრდა გარდაუვალია. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს. „მოქმედი ტარიფი, ობიექტურ მიზეზთა გამო, უკვე დიდი ხანია ვერ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილ ხარჯებს, ელექტროენერგიის შესყიდვის თუ სხვა მიმართულებებით.

უკვე 10 თვეა მწვავე ფინანსურ კრიზისში ვიმყოფებით, მოგვიწია განვითარების ყველა გეგმაზე უარის თქმა, საინვესტიციო პროექტების მნიშვნელოვნად შემცირება, გართულდა სახელფასო ფონდის დაფინანსებაც კი. " - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ. ტარიფის ზრდის შესახებ გადაწყვეტილებას სემეკი იღებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში