„თუ რეგულაციას არ დავიცავთ ინფიცირების მაჩვენებელი მოიმატებს“ - საკოორდინაციო საბჭო

28 დეკემბერი 2020, 18:06 1176 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, უკვე იდენტიფიცირებულა რისკ-ჯგუფები, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინით პირველები აიცრებიან. როგორც გამყრელიძემ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ აღნიშნა, უკვე მთავრდება ვაქცინის დანერგვის გეგმის შემუშავება. იანვარში ფართოვდება ტესტირებაც.

უპირველესად ის ადამიანები დაიტესტებიან, რომლებსაც პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ბევრ ადამიანთან ურთიერთობა უწევთ. ბოლო 24 საათში კორონავირუსით 41 ადამიანი გარდაიცვალა. 

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 418 პირი ემსხვერპლა. გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 538 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 766 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 206 313-მდე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში