სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი

29 დეკემბერი 2020, 18:04 1161 ნახვა

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების კვალიფიკაცია არის პრიორიტეტი ნომერი ერთი დღეს, ქვეყნის უსაფრთხოების კონტექსტში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში სტუმრობისას განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, სასწავლო ცენტრი შეიქმნა პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობით და უახლოეს პერიოდში დაიწყებს შესაბამისი კადრების გამოშვებას, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას მოემსახურებიან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოსამსახურეთა შერჩევის, შეფასების და სპეცმომზადების ახალ სისტემას ნერგავს, რომელიც ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში