სადავო მანდატი

24 ოქტომბერი 2016, 00:00 3216 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლო, ''ნინო ბურჯანაძე _ დემოკრატიული მოძრაობის'' სარჩელს განიხილავს. პარტიამ უსკოს მიერ მიღებული შემაჯამებელი ოქმი მანდატების განაწილების ნაწილში გაასაჩივრა და მონაცემების ბათილობა მოითხოვა. დიმიტრი ჭეიშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი გუშინ შეიტანა. როგორც ის ამბობს, მანდატები კანონისდარღვევით გადანაწილდა. მისივე თქმით, უმაღლესი საბჭოს შესახებ კანონის მიხედვით, გაუნაწილებელი მანდატი ერთმანდატიან პარტიებს შორის საუკეთესო შედეგის მქონეს უნდა მიეღო და არა ''ქართულ ოცნებას'', რომელმაც საერთო ჯამში ყველაზე მეტი ხმა მოაგროვა.  

ამავე კატეგორიაში