აუდიტის სამსახური „კოვიდ-19“-ის მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის აუდიტს ჩაატარებს

30 დეკემბერი 2020, 14:48 1002 ნახვა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური „კოვიდ-19“-ის ფარგლებში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული საკითხების აუდიტს ჩაატარებს. უწყების ინფორმაციით, შესაბამისობის აუდიტის მიზანია შეისწავლოს 2020 წელს ჯანდაცვის სისტემის მიერ პანდემიის საპასუხოდ შეძენილი საქონელი და მომსახურების საკითხები; საკარანტინო ზონების მართვის ეფექტიანობის აუდიტის შესწავლის საგანი იქნება კოვიდ სასტუმროების მართვის საკითხი; ჩატარდება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტი .პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების დაინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ასევე განიხილავს პანდემიის საპასუხოდ გატარებული სხვა ღონისძიებებისა თუ აქტივობების შესწავლასაც. მათ შორის იქნება საჯარო სკოლებში დისტანციური სწავლება, სადაც დაიფარება სკოლების მზაობისა და სასწავლო პროცესის გამართულობის საკითხები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში