შვილზე მოძალადე მამას ელექტრონული ზედამხედველობა დაუწესა

31 დეკემბერი 2020, 11:41 1070 ნახვა

სამართალდამცავებმა ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით  ერთი პირი დააკავეს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ცაგერის მუნიციპალიტეტში, ოჯახური კონფლიქტის დროს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში შვილს  ნაჯახით ხელზე დაზიანება მიაყენა. დაშავებულ ახალგაზრდა კაცს ექიმებმა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა - 4 000 ლარის ოდენობით და იმავე დღეს მის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიცა. ასევე დაუწესდა ელექტრონული ზედამხედველობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში