რეორგანიზაცია ბათუმის მერიაში

31 დეკემბერი 2020, 14:57 1246 ნახვა

რეორგანიზაცია ბათუმის მერიაში წლის ბოლო დღეს. მერიის 13 აიპიდან ჩვენი ინფორმაციით 11 საჯარო მოხელეს შეეხო ცვლილებები. უფრო კონკრეტულად, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თანამდებობას ტოვებს მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელი ჯუმბერ კობალაძე, მას ჯაბა ბერიძე ჩაანაცვლებს. ჯუმბერ კობალაძე ბათუმის სასაფლაოებს უხელმძღვანელებს. გაათავისუფლეს „ბათუმის კულტურის ცენტრის“ დირექტორი ჯონი საბაშვილიც, რომლისთვისაც გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.   თანამდებობას ვერ ინარჩუნებს ვერც ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ინგა გოგიბერიძე. საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ აქვს ბადრი ფარტენაძეს, რომელიც შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ ხელმძღვანელობს. ამ დრომდე  კომენტარი არ გაუკეთებია და მიზეზები არ განუმარტავს ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებეს. არჩილ ჩიქოვანის განცხადებას დილიდან ველოდებით.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში