რეორგანიზაცია ბათუმის მერიაში

31 დეკემბერი 2020, 18:05 1609 ნახვა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა 6 აიპის  ხელმძღვანელი თანამშრომლებს  წარუდგინა. ახალი კადრების დანიშვნას მედია არ ესწრებოდა.

არჩილ ჩიქოვანის გადაწყვეტილებით, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ალექსანდრე მჟავანაძე უხელმძღვანელებს, მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დირექტორის თანამდებობა ჯაბა ბერიძემ ჩაიბარა. ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორად თენგიზ აფხაზავა დაინიშნა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში