პუტინის ახალი დავალება ოკუპირებულ რეგიონებზე და საქართველოს პასუხი

03 იანვარი 2021, 20:53 977 ნახვა

მოსკოვის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან დადებული ნებისმიერი შეთანხმება, მათ შორის, ე.წ. "საზღვრის" საკითხებზე იქნება უკანონო და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში აცხადებენ.მათივე განმარტებით, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება მანამ, სანამ რუსეთი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციას არ მოახდენს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს ქვეყნებთან სახელმწიფო საზღვრების დემარკაციის საკითხებში ახალი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა.რუსული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული თანამდებობა მიხაელ პეტრიაკოვმა დაიკავა, რომელიც ასევე იქნება რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი კასპიის ზღვის მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში