პარლამენტში “პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მანდატის შეწყვეტის საკითხს განიხილავენ

04 იანვარი 2021, 12:40 1170 ნახვა

პარლამენტი კონკრეტული დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმების საკითხზე მსჯელობს. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ,,პატრიოტთა ალიანსის“ წევრების: ირმა ინაშვილისთვის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხზე იმსჯელეს. საკითხზე, სავარაუდოდ, დღესვე სესიის ფორმატში იმსჯელებენ.

რატომ დაიწყო მანდატების შეჩერების პროცესი პატრიოტთა ალიანსით კანონმდებლებმა, როცა მანამდე სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა მიმართეს პარლამენტს. ,,ქართულ ოცნებაში“ განმარტეს, რომ ''პატრიოტთა ალიანს'' ჯერ კიდევ არ აქვს ცესკოში სია ანულირებული, ამასთან სურთ, რომ მოლაპარაკების პროცესი, რომელიც მათი თქმით, შეთანხმებისკენ მიდის არ უნდათ რომ დაზიანდეს. 

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში